სიახლე:
კლინიკა "ხერხემალში" დაიწყო სააღდგომო ფასდაკლება: პირველ 5 სეანსზე - 5%, ხოლო შემდგომ სეანსებზე - 10%.
სიახლე: კლინიკა „ხერხემალმა“ გამოსცა წიგნი „მალთაშორისი დისკის თიაქარი“, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებს როგორც პაციენტებისათვის, ასევე სტუდენტებისა და ექიმებისათვის.
დაწვრილებით იხილეთ სიახლეებში
კლინიკა „ხერხემალი“-ს კურატორი, მედიცინის დოქტორი ფ. სტუპინი
დაწვრილებით იხილეთ საიტზე: www.pozwonocnik.ru
ჩვენ ვიყენებთ გაჯანსაღების პროგრესულ და დამზოგავ მეთოდებს, რაც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ სხვადასხვა ასაკის პაციენტებთან, მათ შორის ბავშვებთან.
თითოეული პაციენტისთვის ჩვენ ვარჩევთ მკურნალობის და გაჯანსაღების ინდივიდუალურ კომპლექსურ პროგრამას. მკურნალობა ჩვენს კლინიკაში ორიენტირებულია დაავადების გამომწვევ მიზეზებზე და არა სიმპტომების მოხსნაზე.
კლინიკაში მუშაობენ მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტები.
ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას.
მობრძანდით და თავად დარწმუნდით სერვისის მაღალ ხარისხში.
კლინიკა „ხერხემალი“ არის დღის სტაციონარის ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი. კლინიკა გთავაზობთ ვერტებროლოგ-რეფლექსოთერაპევტის და ნევროპათოლოგ-რეფლექსოთერაპევტის კონსულტაციას. ჩვენი ექიმები ახორციელებენ დიაგნოსტიკას ტრადიციული მეთოდებით. ხოლო დამატებით ვიყენებთ აგრეთვე ფუნქციურ დიაგნოსტიკას ორიგინალურ აპარატზე, რომელიც მხოლდ ჩვენს კლინიკაშია წარმოდგენილი.
მკურნალობის პრინციპი ჩვენს კლინიკაში აგებულია კომპლექსურ მიდგომაზე. კონსულტაციის ჩატარების შემდეგ ექიმი ათანხმებს დანიშნულებას ექიმ-ფიზიოთერაპევტთან და ყოველ პაციენტზე იგეგმება მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას, სეანსების სიხშირეს, ფიზიოთერაპიული პროცედურების ერთმანეთში შენაცვლებას სხვადასხვა ვიზიტის დროს და სხვა.
დანიშნულების თანახმად პაციენტი გადაადგილდება კაბინეტიდან კაბინეტში პროცედურების ჩატარების დროს მისთვის განკუთვნილი თეთრეულით (2 ზეწრით). პირობები საკმაოდ კომფორტულია პაციენტის რელაქსაციისათვის. ვარჯიშისთვის გამოყოფილია ცალკე დარბაზი აღჭურვილი სათანადო ინვენტარით. წასვლის წინ ავდმყოფი ეწერება შემდეგ ვიზიტზე ადმინისტრატორთან. მუშაობის ასეთი სქემა უკვე აპრობირებულია და საკმაოდ კარგ შედეგებს გვაძლევს.
|